პროექტიპროექტის სახელწოდება: გაზაფხული
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს
ვაჩვენებ სლაიდებს გაზაფხულის შესახებ,
ვთხოვ გაიხსენონ გაზაფხულთან დაკავშირებული ასოციაცები.
1) რა გსმენიათ გაზაფხულის შესახებ?
2)იცით თუ არა რა ბუნებრივი ცვლილებები ხდება ამ დროს?
3)ხომ არ ახსოვთ
რაიმე ლექსები ან სიმღერები ამ თემასთან დაკავშირებით?
თემის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე
მუშაობას, ერთად შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო
გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს.
პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ იცოდნენ თუ რა ადგილი უკავია ბუნებას ადამიანის ცხოვრებაში,
ასევე მოსწავლეები გაეცნობიან გაზაფხულისთვის
დამახასიათებელ ცვლილებებს, გამოუმუშავდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიების, ინდივიდუალური
მუშაობის უნარ-ჩვევა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან გაზაფხულის
თვისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს ზამთარსა
და გაზაფხულს შორის. დააკვირდებიან ბუნებას გაზაფხულის დადგომასთან ერთად და გამოიმუშავებენ
დაკვირვების უნარს ბუნებასა და ადამიანს შორის. განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,
კვლევა-ძიების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი:9-10წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტო-ალბომი,კედლის გაზეთი,ბუკლეტი, სლაიდები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,
ციფრული კამერა, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძრვანელოები
პროექტის მსვლელობა
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავალებას ვაძლევ ინდივიდუალურად;
ერთ მოსწავლეს ვავალებ აღწეროს გაზაფხულის შემოსვლა თავის სოფელში, აღწეროს თუ როგორ
იცვლება კლიმატი თავის მხარეში, აღწეროს რა ბუნებრივიმოვლენები მოყვება გაზაფხულის
დადგომას. რა საგაზაფხულო სამუშაოები ტარდება ამ დროს, მოიტანოს ჩანაწერის სახით და
გააკეთოს პრეზენტაცია. მეორე მოსწავლემ
აიღოს ინტერვიუ სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და
აწმყოს შორის. გაზაფხულთან დაკავშირებით რა ძველი ტრადიციები ლექსები და სიმღერები
შემორჩა მათ მეხსიერებას. მოიტანოს ჩანაწერის
სახით და გააკეთოს პრეზენტაცია.
შემდეგ ეტაპზე
მოსწავლეებმა ერთად მოიძიონ გაზაფხულთან დაკავშირებული ლექსები და სიმღერები, თვითონ სეასრულონ. შეადგინონ ფოტო-ალბომი
მოძიებული მასალით. შექმნან კედლის გაზეთი და ბუკლეტი.
შემდეგ ეტაპზე დავამუშავებ ამ ინფორმაციებს, დავახარისხებ
და მოვემზადებით პრეზენტაციისათვის თემაზე- ;გაზაფხული;
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი; ისტორია, ბუნება,ხელოვნება, ისტ/
პროექტის ხელმძღვანელი: მანონ თედორაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manonitedoradze@gamil.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.manonitedoradze69blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий