გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა:  გაზაფხული
გაკეთილის  მთავარი  თემა
„გაზაფხული:
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
!კლასი.  2მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მნიშვნელოვანია რომ მოსწავლემ ისწავლოს მხატვრულ სახეებზე დაკვირვება. შეძლოს ტექსტის  აღქმა, გამოუმუშავდეს კონკრეტული  აზრის ჩამოყალიბების უნარი,დაეუფლოს სწორი კითხვის, ანალიზის და წერის  ჩვევებს, გადმოსცეს წაკითხული ტექსტის შინაარსი, დაეუფლოს ახალ ლექსიკურ  ერთეულებს.
გაკვეთილის  მიზნები და შედეგები
მოსწავლეებს  ვასწავლო  ტექსტის აღქმა,           მხატვრულ  სახეებზე  დაკვირვება. გაბმულ მეტყველებაზე  მუშაობა. სწორი კითხვისა და წერის  ჩვევების  დაუფლება  გამოუმუშავდეს
~  კონკრეტული  აზრის ჩამოყალიბების უნარი; განუვითარდეს  მსჯელობაზე  --ორიენტირებული  კითხვა-პასუხის  უნარ-ჩვევა   შეძლოს  2 და3სიტყვიანი წინადადებების  ამოწერა  ლექსიდან.
ქართ.1.2. მოსწავლეს  შეუძლია გადმოსცეს  მარტივი ინფორმაცია  მისთვის ნაცნობ თემებზე: გადმოსცემს წაკითხული  ტექსტის შინაარს; მეტყველებისას სწორად იყენებს  წინადადებების მოდალობებს  /თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას/ და შესაბამის ინტონაციას.
ქართ.1.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება: სვამს/პასუხობს შეკითხვებს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები, თვეები, ფერები, რომელი დღესასწაულები არის გაზაფხულზე, აქვთ წერა-კითხვის უნარ-ჩვევები, იციან ინდივიდუალური მუშაობის წესი.
შეფასების საგანი და პროცედურები
ინდივიდუალური მუშაობა,  წერითი სამუშაო,   შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკურიე რსურსები
ცარცი, დაფა, სახელმძღვანელო, რვეული, თაბახის ფურცლები, ინტერნეტი, კომპიუტერი, სლაიდები, პროექტორი



გაკვეთილის  მსვლელობა
ორგანიზაციული საკითხები  2წთ
Aფაზა გამოწვევა  5წთ
მოსწავლეებს  ვაჩვენებ  გაზაფხულის  სურათს,  ვსვამ  კითხვებს;
1.      წელიწადის  რომელი  დროა 
გამოსახული
2.      რა  ფერები  სჭარბობს  ამ  დროს  ბუნებაში?

3.      როგორი  განწყობილება  გექმნება  ამ  დროს?
4.      რომელი  დღესასწაულები  ვიცით  გაზაფხულზე? 
პარალელურად  მოსწავლეებთან  ერთად  ვადგენთ  ასოციაციურ  სქემას
;გაზაფხული:   პარარელურად მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწერილ შესაბამის სლაიდებს (სურათებს)   
Bფაზა  გამოწვევა
ლექსის  მოსმენა  და  ანალიზი
წავუკითხავ  ლექსს  :გაზაფხულს:
ავუხსნი  უცხო  სიტყვებს  დავწერ  დაფაზე,
აქტივობა1 6წთ,  ლექსის  კითხვა. 
ვავარჯიშებ  ლექსის  გამომეტყველებით  კითხვაზე  /ინდივიდუალურად/  წყვილებში/
აქტივობა 2  5წთ   კიტხვაზე -პასუხი
როგორ  არის  ლექსში  გაზაფხულის
 დადგომა?  ვადგენთ  სქემას  ლექსიდან  გამომდინარე,
როგორ  არის  ლექსში  აღწერილი  ია?  ნაკადული?  ყაყაჩო?  მზე?
პარარელურად ვაჩვენებ მოსწავლეებს ეკრანზე ინტერნეტიდან გადმოწერილ სურათებს
აქტივობა 3. 5წთ   მოსწავლეები  იმუშავებენ  ინდივიდუალურად  ან 
წყვილებში  ამოიწერონ  ლექსიდან  ის

ადგილი,  რომელიც  ყველაზე  მეტად
მოეწონათ
C ფაზა 7წთ   გამთლიანება-შეჯამება
მოსწავლეებმა  იმუშაონ  წყვილებში
ან  ინდივიდუალურად;  ამოიწერონ 
ლექსიდან  2,  3  სიტყვ იანი  წინადადებები;
შევაჯამებ  გაკვეთილს,  შევაფასებ 
მოსწავლეებს  და  მივცემ  საშინაო 
დავალებებს  წიგნიდან

Комментариев нет:

Отправить комментарий